ვახტანგ გომელაური ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს თანადგომისთვის და ხაზი გაუსვა ნატოსთან თანამშრომლობის არეალის გაფართოების აუცილებლობას.