„დევნილ იპოთეკარებს სახელმწიფო სესხს მთლიანად, ან ნაწილობრივ დაუფარავს“

იმ დევნილებისთვის, რომლებმაც იპოთეკით შეიძინეს ბინა, გასული წლის 31 დეკემბრამდე, სამინისტრო მთლიან თანხას ან თანხის ნაწილს დაუფარავს, -ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყო.

„იმ დევნილებისთვის, რომლებმაც იპოთეკით შეიძინეს ბინა გასული წლის 31 დეკემბრამდე, სამინისტრო მთლიან თანხას ან თანხის ნაწილს დაუფარავს. 409 განაცხადია შემოსული, დაახლოებით ორ კვირაში მორჩება განაცხადების დამუშავება. შემდეგ დაიწყება ამ ოჯახების მონიტორინგი. გამოყოფილია 1 მილიონი ლარი, რომ ვნახოთ, როგორ იმუშავებს პროგრამა. თუ პროგრამა იმუშავებს წარმატებულად, ის გაგრძელდება“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები