ომბუდსმენი მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე: კანონმდებლობის ლიბერალიზაცია საჭიროა
ამ მხრივ, ვფიქრობ, არის პრობლემა ქვეყანაში და პარლამენტმა რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გარკვეულწილად, შემსუბუქდეს – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს. უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კანონის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს.
„ზოგადად, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია გარკვეულწილად რომ საჭიროა, ფაქტია. ძალიან ბევრი ადამიანი, ნარკომომხმარებელი, სამწუხაროდ, დღესაც გისოსებს მიღმაა და ამ მხრივ, ვფიქრობ, არის პრობლემა ქვეყანაში და პარლამენტმა რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გარკვეულწილად, შემსუბუქდეს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა და ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა.