საქართველოში ამინდი გაუარესდა – პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, არამდგრადი ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება.
“სეტყვა იყო კახეთში, კერძოდ, თელავში და უკვე შეწყდა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იწვიმებს დედაქალაქშიც. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია სეტყვა, არამდგრადი ამინდები უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები