აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 2 კვირით, დღის 10სთ-დან საღამოს 6 საათამდე შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიიდან მიაწოდეს.
შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს.
2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები