სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საარჩევნო რეფორმას უნდა დაუდოს საფუძველი.
„გადაწყვეტილება არის უდავოდ ისტორიული, რაც ააშკარავებს იმ სერიოზულ ხარვეზებს, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში არსებობს. ის, რომ ამომრჩეველთა ხმებს უნდა ჰქონდეს თანაბარი წონა, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ უნდა დაუდოს საფუძველი სერიოზულ საარჩევნო რეფორმას ქვეყანაში“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების თანახმად, მაჟორიტარის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამომრჩეველთა და მაჟორიტარების პროპორციული რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები