განათლების მინისტრი 161-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესწავლას გეგმავს

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე 161-ე სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესწავლას გეგმავს.
“ეს ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი იყო. მაშინვე ჩაერთო მანდატურის სამსახური. იგი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყველა საჭირო პროცედურა უტარდება. დავიწყეთ მოკვლევა, რომ ზუსტად დავადგინოთ, რა გახდა ბავშვის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი“,- განაცხადა თამარ საკინიძემ.
161-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ბიჭი გაკვეთილების გაცდენის მიზნით, გუშინ, სკოლის მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოს ფანჯრიდან ეზოში გადახტა, რის შედეგადაც ორივე ხელი მოიტეხა. მოსწავლეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების ცნობით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები