საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრმა“ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებაზე, მხოლოდ ერთი დღით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაბრუნებულიყვნენ სკოლაში და მოსწავლეებთან ერთად ჩაეტარებინათ სახალისო ცდები, გამხდარიყვნენ სხვადასხვა საინტერესო პროფესიის წარმომადგენლები;
საზოგადოებრივი კოლეჯიდან „სპექტრი“ წარდგენილნი იყვნენ პროფესიული სტუდენტები, რომლებიც ადგილზე ახორციელებდნენ ხის მხატვრული დამუშავების სპეციალობის მიმართულებით ხეზე კვეთას, მძერწავის სპეციალობის მიმართულებით გამოძერწეს არქიტექტურული დეტალები, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალობის მიმართულებით ადგილზე აწარმოებდნენ პროდუქტების კონტროლს, სტუდენტებს წარდგენილი ჰქონდათ თავიანთი ნამუშევრები. ასევე მოხდა კოლეჯში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების წარდგენა.

11212425_375242532681936_923844685_n

11289663_375242646015258_1681477717_n

11301574_375242492681940_1218084565_n

11350154_375242606015262_1489835931_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები