ირაკლი ღარიბაშვილმა ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
როგორც პრემიერი მილოცვის წერილში წერს, საქართველოს ხელისუფლება აფასებს პოლონეთის უპირობო მხარდაჭერას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
„გულწრფელად გილოცავთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში თქვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განსამტკიცებლად. პოლონელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როდესაც გამოხატა ნდობა თქვენდამი. ეს კი არის თქვენი ქვეყნის დაუღალავი შრომისა და წარმატების შედეგი.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი წვლილის წყალობით მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.

ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებასა და ჭეშმარიტად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასთან,“– ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები