მიხეილ სააკაშვილი: ბევრი გიჟად მაცხადებდა…

ბევრი გიჟად მაცხადებდა, როდესაც ვამბობდი, რომ კახეთის მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად ქცევას ვაპირებდი – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეოც განათავსა. ვიდეოში ასახულია, როგორ ასუფთავებენ ახალგაზრდები ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლის ეზოს.

“ბევრი გიჟად მაცხადებდა, როდესაც ვამბობდი, რომ კახეთის მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად ქცევას ვაპირებდი, დღეს კი კახეთში ჩემს დროს აშენებული ყველა სასტუმრო და შატო სავსეა ტურისტებით, დიდი შემოსავალიც აქვს და ბევრი მათგანი ფართოვდება, მე კიდევ ჩემი პატარა ვენახი დამიყადაღეს. მადლობა ახალგაზრდებს, რომლებიც ასეთი სიყვარულით უვლიან მას. ვგიჟდები თქვენზე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები