საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ირლანდიაში აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ირლანდიაში აღინიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე შონ ბარეტი, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ირლანდიაში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა. ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ქართულ საკვირაო სკოლასთან “ლამპარი” არსებულმა ბავშვთა ვოკალურმა ანსამბლმა, რომლებმაც სტუმრებს ქართული ხალხური ნაწარმოებები წარუდგინეს. სადღესასწაულო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ. ქართულმა კულტურამ და ტრადიციულმა სამზარეულომ სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები