ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმების საკითხზე მუშაობა დააჩქაროს

საქართველოს ბიზნესასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოგების გადასახადის გაუქმების საკითხზე მუშაობა დააჩქაროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას შეხვდნენ. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

“ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენჯერმე დააფიქსირა და ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოგების გადასახადი გაუქმდეს. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დააჩქარონ ამ კანონზე მუშაობა, ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები