თბილისის მერია შშმ პირებისთვის ტრენინგებს იწყებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, 1 ივნისიდან თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ტრენინგკურსს იწყებს.

როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტი თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას გულისხმობს. პროექტი ერთთვიანია და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდება. თითოეულ ჯგუფში 15 პირი იქნება.

ტრენინგკურსი შემდეგ მოდულებს მოიცავს: დასაქმების შესაძლებლობები, სექტორების მიმოხილვა; ღირებულებების განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება სამსახურის ძებნის პროცესში; შესაფერისი ვაკანსიის მოძიება და ეფექტური CV-ს შედგენა; ეფექტური სამოტივაციო წერილის მომზადება; თანამშრომელთა შერჩევის პროცესი – ტესტირება, გასაუბრება.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ტრენინგის დაწყების შემდეგაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები