დავით ნარმანიამ დიღომში ახლად აღმოჩენილი ტაძრის ნაშთები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული იბერიის (ქართლის) სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთები დაათვალიერა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებულ გათხრებს დავით ნარმანია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო.

დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერია, შესაბამის ჯგუფთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მკვლევარებს ექსპედიციის დასრულებაში დაეხმარება. მისივე თქმით, მერია აქტიურად ჩაერთვება თემის პოპულარიზაციასა და ტურისტების მოზიდვაში.

სპეციალისტების ვარაუდით, მარანი შესაძლოა, ყოფილიყო სატაძრო კომპლექსის ნაწილი. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, ეს ვარაუდი გაამყარა აერო-ფოტო და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა. მათივე თქმით, ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები