გიგლა აგულაშვილმა რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს “მწვანე ქალაქში“ უმასპინძლა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა რუსთაველის გამზირზე მოსულ სტუმრებს “მწვანე ქალაქში“ უმასპინძლა. 1600 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ხელოვნურ მწვანე საფარზე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სტენდები განლაგდა. “მწვანე ქალაქის” ცენტრში გამოისახა – დედამიწა . დამთავლიერებლებს კი „დრონის“ აპრატით 100 მ სიმაღლიდან ფოტოსურათების გადაღების საშუალება ჰქონდათ. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ „მწვანე ქალაქში“ ტყე მოეწყო. ასევე, გამოიფნა ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი სხვადასხვა სახეობის ნერგები. რუსთაველის გამზირზე აკვარელით მოხატული სეპარაციის ურნები სხვადასხვა ადგილას დაიდგა. ქალაქში მოსულმა სტუმრებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს კუთხე დაათვარიელეს, სადაც წყლის სინჯების აღების პროცესში თავად ჩაერთვნენ. ქალაქის ერთ-ერთ კუთხეში გამოფენილი იყო ელექტრომობილები. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კი დამთვარიელებელს საქართველოს დაცული ტერიტრიების უნიკალური ლანდშაფტებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ “მწვანე ოფისში”, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა, “მწვანე ბიზნესისა” და “მწვანე ინიციატივების” შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები