თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა ქალი დაგლიჯა

თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა მომვლელი ქალი დაგლიჯა, – ამის შესახებ „კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ვოლიერში 4 ვეფხვი იმყოფებოდა, მათ შორის სამი 1 წლისაა, ხოლო ერთი – 8 წლის.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ქალბატონს კიდურები აქვს დაზიანებული. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
„კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუმარტეს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „კვირას“ ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ვეფხვების მომვლელი ზოოპარკში 26 წელი მუშაობდა. „შემთხვევის დროს მე ზოოპარკის მეორე მხარს ვიყავი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. რამ გამოიწვია ცხოველის გაბრაზება. ეს ქალბატონი ზოოპარკში 26 წელია მუშაობს. თავად ეს პატარა ვეფხვები მისი გაზრდილია. ერთი წელია, რაც მათ უვლის. იქ რა მოხდა, ჩემთვის უცნობია. ისიც არ ვიცი, რომელმა ვეფხვა დაგლიჯა“, – აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები