კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამაყია, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს

ვიცე -პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ენერგეტიკის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა. მან სტენდზე ისაუბრა, სადაც ქარის სადგურების მაკეტია წარმოდგენილი. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი სადგურები საქართველოში დასრულდება 2016 წელს. “ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამაყია, რომ ცხოვრობს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში – საქართველოში. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები