ქართულმა ავიაციამ ცაზე საქართველოს დროშისფერი კვამლი გაუშვა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილე ქართულმა ავიაციამ ცაზე საქართველოს დროშისფერი კვამლი გაუშვა. ამის შემდეგ ავიაციამ რუსთაველის გამზირზე ბარათები ჩამოყარა. ბარათებზე, რომელიც რიგითი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, ასეთი წარწერაა: “გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”.
თავისუფლების მოედნის თავზე “იროკეზის” ტიპის შვეულმფრენებმა გადაიფრინეს. საჰაერო კომპონენტში მონაწილეობა მიიღო ასევე: 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავმა “ალბატროსმა”, 3 ერთეული Cy-25 ტიპის თვითმფრინავმა “მიმინომ”.

11216488_374970646042458_342720008_n

11304518_374970622709127_1677865255_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები