სასადილო-სიონის საავტომობილო გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სასადილო-სიონის საავტომობილო გზის 17კმ–იანი მონაკვეთის, 4 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ამავე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, მცხეთა–მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რეგიონში განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად სასადილო-სიონის საავტომობილო გზაზე იმყოფებოდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი “კახეთის რეგიონული გზების გაუმჯობესების” და SLRP–III პროექტის ფარგლებში სასადილო-სიონის საავტომობილო გზის 17 კმ-ის, სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის 3,5 კმ–ისა და ორხევი–სიონის გზის 2 კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსდა.

აღნიშნული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მოწყობა ბეტონის საფარით, მოეწყო წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და ეზოში შესასვლელები. პროექტის განხორციელება 2014 წლის იანვარში დაიწყო და მისი ღირებულება 7 მილიონ 920 ათას ლარს შეადგენს.

სამუშაოებზე დასაქმდა 177 ადამიანი, აქედან 96 ადგილობრივი მკვიდრი.

რეაბილიტირებული გზის შედეგად, გაუმჯობესდება კავშირი თიანეთისა (სიონი) და კახეთის (სასადილო) რეგიონებს შორის. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გადის ხუთ სოფელზე: სასადილო, კოჩობანი, ბოჭორმა, კუდრო, ორხევი, სიონი.

“აღნიშნული პროექტი ექსპერიმენტული სახის იყო, რაც მოიცავდა საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში შესრულებას, პროექტის დროში ოპტიმალურად წარმოების მიზნით. კონტრაქტი ეფუძნება სამუშაოთა შესრულების შედეგებზე დაფუძნებული საგზაო კონტრაქტის (OPBC) ძირითად კონცეფციას, რომელიც გზების მოვლა-შენახვის 5 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში კომპლექსურ მომსახურებას ითვალისწინებს. კონტრაქტის საფუძველზე კომპანია იღებს ვალდებულებას განახორციელოს გზის მთელი მოცულობის მოვლა-შეკეთების, მათ შორის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაოები. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის 3,5 კმ–ისა, ორხევი–სიონის გზის 2 კმ–იანი მონაკვეთის და არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები SLRP–III პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა საგზაო სამოსის, სადრენაჟე და წყალგამტარი სისტემების მოწყობას. ასევე, მოეწყო მიერთებები, ეზოში შესასვლელები, გვერდულები საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტის ღირებულება 2,2 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმდა 80 ადამიანი, საიდანაც 25 ადგილობრივი მცხოვრებია”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ამავე ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის შედეგად გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება 24 სოფელს და 4 000–მდე ადგილობრივ მოსახლეს.
“აღნიშნული საავტომობილო გზები წარმოადგენს უმოკლეს კავშირს ტურისტული და სარეკრეაციო დანიშნულების ობიექტამდე – სიონამდე, ასევე ბოჭორმის ციხემდე და წმ. გიორგის XII საუკუნის ეკლესიამდე. გზა აკავშირებს საგარეჯოსა და თიანეთის რაიონებს. აღნიშნული მონაკვეთები, გარდა ტურისტული დანიშნულებისა, ასევე გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობისათვის. აღნიშნული გზით სარგებლობენ, როგორც ადგილოვრივი მოსახლეები, ისე ტურისტები”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები