თამაზ მეჭიაურისა და გიორგი ქადაგიძის კამათი სხდომაზე, მეჭიაურის ბოდიშით დასრულდა

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, სავალუტო რყევებზე ისაუბრა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარესა და ქადაგიძეს შორის კამათი მოხდა. თამაზ მეჭიაურმა ქადაგიძეს შეახსენა, რომ დადებული პირობა, რეფინანსირების სესხთან დაკავშირებით, დაარღვია.
“მინიმუმ არ გაზრდიდით რეფინანსირების სესხებს, ასე მახსოვს და ბოლოს თუ სხვა რამ ქენით იქ, არ ვიცი. ან თუ რაიმე ცვლილება მოხდება, იქნებოდა კოორდინაციაში ფინანსთა სამინისტროსთან და ა.შ. თქვენ შეგეძლოთ გამოგეყენებინათ ის 7-პუნქტიანი გამაყარება და ამოგეღოთ დოლარი, შეგესყიდათ. 2-ით მეორე დღეს გამყარებულიყო, 2-ით – მესამე დღეს. თქვენ მშვენივრად იცით ეს როგორ უნდა აკეთოთ”, – განაცხადა მეჭიაურმა, რაზეც ქადაგიძემ უპასუხა, რომ რეფინანსირების განაკვეთის გარდა, არსებობს სხვა ცხრილები.

“არანაირი ზედმეტი ფულის ხარჯვა ამ კვირაში არ განხორციელებულა. მეტსაც გეტყვით, მე რომ 200 მილიონით მეტი გავეცი და მთავრობამ იგივე დღეებში ამოიღოს 300 მილიონი, ამ შემთხვევაში ხომ 100 მილიონი შემცირება გვექნება?!” – განაცხადა ქადაგიძემ, რაზეც მეჭიაურმა, არასაკმარისი ინფორმაციისთვის, მას ბოდიში მოუხადა.

“მაშინ, შემიძლია აქვე განვაცხადო, რომ არასწორ ინფორმაციას მაწვდიან. აგერ არის აპარატის უფროსი და თუ ამას შეგნებულად აკეთებს, არ ვიცი”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები