26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს და პროგრამას აქვეყნებს:
“ყველას გელოდებით 26 მაისს დილის 12:000 სთ-დან რუსთაველის გამზირზე N 22-28 (მიყევით ბუშტებს, რომელიც ადგილზე დაგხვდებათ)

მხოლოდ ერთი დღით შეგეძლებათ დაბრუნდეთ სკოლაში და მოსწავლეებთან ერთად ჩაატაროთ სახალისო ცდები;
გახდეთ ბარმენები, მზარეულები, წყალზე ხატვის ოსტატები და სხვა საინტერესო პროფესიის წარმომადგენლები;
დაბოლოს, მოუსმინოთ მრავალფეროვან კონცერტს სტუდენტების მონაწილეობით:

15:30 – 16:15 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯგუფები: თსუ-არტი, ანსამბლი „უნივერსიტეტი“.
16:30 – 16:45 – 6 პროფესიის ქორეოგრაფიული წარმოდგენა (Worldskills Georgia). მუსიკალურ-კოსტუმირებულ შოუ.
16:45 – 17:00 – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი. სამეჯლისო ცეკვები.
17:00- 17:45 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე და ნაციონალური ცეკვები. ქართული ხალხური ფოლკლორი.
18:00 – 18:45 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯგუფები: „კონსილია“, ჯაზ-ვოკალური ბენდი, ხალხური ფოლკლორული გუნდი.
19:00 – 19:45 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჯგუფები: „ქალდეა“ , „მედიატორი“, „ურსა“”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები