გიორგი ვაშაძე პარტიაში დისკუსიებს ადასტურებს – “ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს”

პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის 27 მაისს გახდება ცნობილი, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე რამდენიმე დეპუტატის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, პარტიაში გარკვეული დისკუსია მიმდინარეობს.
„ყველაფერს გაიგებთ ოთხშაბათს. არის გარკვეული დისკუსია შიგნით, ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე პარტიაში და გვექნება ჩვენი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მედიასა და პოლიტიკურ წრეებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სერგო რატიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. “კვირასთან“ საუბარში სერგო რატიანმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები