ტყეში შემოცვივდნენ იარაღებით – როგორ გაიტაცეს ოკუპანტებმა 2 ქართველი

რუსმა სამხედროებმა სოფლების – ბროლოსანისა და წეღვერის მაცხოვრებელი ორი ქართველი დააკავეს.
ისინი ათამდე თანასოფლელთან ერთად იმერეთის ტყეში ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, მან დაინახა, თუ როგორ გაიტაცეს მისი მეგობარი რუსმა სამხედროებმა. „იმერეთის ტყეში ვიყავით. გზაზე ავედით, სადაც რუსები დადიან და წაიყვანეს. ტყეში შემოცვივდნენ, იარაღებით იყვნენ და წაიყვანეს. ოთხმა კაცმა აიყვანა. დღესდღობით არც დავლაპარაკებივართ“,- განაცხადა გოგიტა წოწოლაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველები ოკუპანტებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები