კობახიძე: ცვლილებები შესაძლოა, საჭიროა, მაგრამ არა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საბანკო ზედემხედველობის სამსახურის ცალკე გამოყოფის ინიციატივას აფასებს. კობახიძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები შესაძლოა, საჭიროა, თუმცა ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
“თუ თავად ეროვნული ბანკის და სისტემის უკეთესი და გამართული მუშაობისთვის ყოველგვარი მოულოდნელობის და დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისთვის, დამატებით გარკვეული მონიტორინგის სისტემაა შემოსატანი და ეს არის სწორედ ისეთი სისტემა, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მე, პირველ რიგში, ვგულისხმობ ევროკავშირს, ბუნებრივია, ეს არის გასაზიარებელი. არ უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობაში, მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლების დამატებით და ზედმეტად ჩარევას გამოიწვევს,” – განმარტავს მანანა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები