თბილისში სახლის საყრდენი კედლის ნაწილი ჩამოიშალა -დაშავებულია 27 წლის მამაკაცი

თბილისში, ორბელიანის ქუჩა N36 ნომერში, სახლის საყრდენი კედელის ნაწილი ჩამოიშალა. აღნიშნულის შედეგად 27 წლის მამაკაცი დაშავდა. როგორც დაზარალებულის ოჯახი წევრები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნული შემთხვევა დღეს დილის 10 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები