ეკა ბესელია მსჯავრდებულთა აქციას ეხმაურება

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს გლდანის მერვე დაწესებულებასთან გამართულ, მსჯავრდებულთა აქციას ეხმაურება.
დეპუტატი აცხადებს, რომ მოშიმშილე პატიმრების საკითხით, ინფორმაციის მიღებისთანავე დაინტერესდა.
“იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სმოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სასესიო კვირის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, მოშიმშილე პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას დავალებით მისი პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ. გედევან ფოფხაძე უშუალოდ გაეცნო 7 პატიმარის საქმეს და მათ მოთხოვნებს. შეგახსენებთ – მოშიმშილე პატიმრები აცხადებენ რომ არ აქვთ კავშირი 2015 წლის 2 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან. ამ დღეს რუსთავის მე 16 საპყრობილეში ერთერთი მჯავრდებული სხეულის მძიმე დაზიანებებით იპოვნეს, და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორებისა და წამების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში 7 მსჯავრდებულს წამების (ს/ს კოდექსის 145 პრიმა მუხლი) მუხლით ბრალდება წარუდგინეს. მოშიმშილე პატიმრები მოითხოვენ გადაიხედოს მათთვის წაყენებული ბრალდება“ ,- ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს რომ ჩართულია ამ საკითხის შესწავლაში და მოხდება შესაბამისი რეაგირება კომიტეტის მხრიდან, ვითარებაში უკეთესად გასარკვევად დეპუტატ ეკა ბესელიას დაგეგმილი აქვს მოშიმშილე რამდენიმე პატიმრის ადვოკატთან შეხვედრაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები