„ერგოლაინმა“ მომხმარებელს მსოფლიოში დაფერვის N1 ბრენდი – SunFX სპრეი შესთავაზა (ვიდეო)

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ERGOLINE LIFESTYLE STUDIO მომხმარებელს გარუჯვის ყველაზე მარტივ, იაფ და ეფექტურ საშუალებას სთავაზობს. „ერგოლაინმა“ ქართველ მომხმარებელს მსოფლიოში დაფერვის N1 ბრენდი SunFX სპრეი შესვაზა.

როგორც „კვირას“ „ერგოლაინის“ წარმომადგენელმა სოფო აზნაურიშვილმა განუცხადა, სპრეის მეშვეობით კანი რუჯს 5 წუთში იღებს. მისივე თქმით, სპრეი არავითარ მავნე ნივთირებას არ შეიცავს. ამასთან, მოსახერხებელია ფასიც. რუჯის მოყვარულებს სპრეის საშუალებით მთელი სხეულის დაფერვა სულ რაღაც 40 ლარად შეგიძლიათ.11265022_982169125161265_3109273726233826954_n

„ SunFX -მა სოფლიოში დაფერვის (სპრეი-რუჯი) N1 ბრენდი შექმნა. არავითარი ქიმია, ალკოჰოლი და პარფუმი! დაფერვა 5 წუთში, გაშრობა კი 2 წუთში ხდება. მას არ აქვს არავითარი სუნი, რუჯის გამძლეობა 5-10 დღემდეა. რაც მთავარია, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ შეიცავს ალკოჰოლს, პარფუმს, პარაბანს და არავითარ სხვა კანისათვის მავნე დანამატს, მეორე დღიდანვე შეგიძლიათ ბუნებრივი მზის ან სოლარიუმის რუჯის დამატება ან გაგრძელება.

Ergoline და SunFx – ეს ორივე ფირმა გარუჯვის N 1 ბრენდია მსოფლიოში და ჩვენ საქართველოში მათი ოფიციალური და ერთადერთი წარმომადგენლები ვართ“, – განაცხადა სოფო აზნაურიშვილმა.

რუჯის მოყვარულებს, საუკეთესო გარუჯვისთვის ERGOLINE LIFESTYLE STUDIO -ში, აბაშიძის 22 -ში უკვე ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები