ბესარიონ აბაშიძემ დავით ნარმანიას ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერს დავით ნარმანიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, დავით ნარმანიამ სანერგე მეურნეობის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროგრამა – „მილიონი ხის” ფარგლებში თბილისის მერიის მერ დაკვეთილი ნერგების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სტყეო სანერგე მეურნეობა თბილისის მერიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანილი ნერგების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამა „მილიონი ხის” წარმატებით განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები