კოტე თოლორდავას დედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მცდარია

კოტე თოლორდავას დედის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მსახიობი,  ასმათ ტყაბლაძე არ ადასტურებს. როგორც ტყაბლაძემ “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთმა სააგენტომ კოტე თოლორდავას დედის – ელენე ხოშტარიას გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მეტიც, ტყაბლაძის ინფორმაციით, კოტე თოლორდავას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
“უზნეო ვითომ სააგენტომ ტყული გაავრცელა ჩემი სახელის გამოყენებით, საერთოდ არც დაურეკავთ და საიდან, ვისზე დარდნობით დაწერეს ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი. ეს არის უზნეობა და მეტი არაფერი, ელენე თავს უკეთ გრძნობს და მინდა ეს ყველამ გაიგოს“,-განუცხადა “კვირას“ ასმათ ტყაბლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები