ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს გახდება ცნობილი

ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.

“საქართველომ და უკრაინამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს უკანასკნელ თვეებში. მე ფაქტობრივად შემეძლო გადამეცა ორივე ქვეყნის დელეგაციისთვის ის პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. 15 დეკემბერს იქნება ევროკომისიის დასკვნა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა”, – განაცხადა იუნკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები