პროკურატურამ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყო.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, შესწავლის შედეგად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და, შესაბამისად, საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.

ცნობისთვის, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ვიცე-პრემიერს ენერგეტიკის სფეროში ბიზნესინტერესები აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები