ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავსტრიული კომპანია MUT-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავსტრიული კომპანია MUT-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს თენგიზ შერგელაშვილს შეხვდნენ.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში კომუნალური ინფრასტრუქტურისა და ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და ფინანსური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კომპანია MUT-მა ქართულ მხარეს საქართველოს რეგიონებისთვის ნაგავმზიდების გადმოცემა შესთავაზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მყარი ნარჩენების გატანის საკითხს.

„ავსტრიული კომპანია MUT 1932 წელს დაარსდა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს კომუნალური და მუნიციპალური, ჩამდინარე და სასმელი წყლის გამწმენდი და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას, პროექტირებას, წარმოებას, ტრანსპორტირებას, მონტაჟს და ექსპლუატაციას. ტექნოლოგია სუფთა მომავლისათვის – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს აღნიშნული კომპანიის ფუნქციასა და მიზნებს“, – განმარტავენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები