ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, “ლიბერთი ბანკის” მოპირდაპირედ, შენობას ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს ჭავჭავაძის გამზირზე, 43-ე ნომერში, მე -5 სართულზე მოხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლო. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა.
თუ რამ გამოიწვია ცეცხლი, გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები