თეა წულუკიანი სააკაშვილი-ვაშაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო მასალების გატანა მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სახლის სახურავზე სამშენებლო მასალები 2013 წლის დეკემბერში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ძლიერი ქარის შედეგად სახურავი დაზიანდა.

მისივე განცხადებით, ეს ნარჩენები მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეს უქმნიდა.

ასევე მინისტრი აცხადებს, რომ ნარჩენების აღმოჩენების შესახებ დოკუმენტაცია მთავარ საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნება.
მინისტრი პასუხისმგებლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და იუსტიციის სახლის ყოფილ ხელმძღვანელებს აკისრებს.

“თუ ქარი არ ამოვარდებოდა, სახურავი არის ჰაერის ბუშტის პრინციპით გაკეთებული. ეს მოიგონა იმან, ახლა რომ ვერ ჩამოდის ქვეყანაში მიშა სააკაშვილმა და ბატონმა ვაშაძემ. მათ საკუთარ მოსახლეობას დაუმალეს, რომ შეკრულ სახურავში, რომელშიც სივრცე არის ორი მეტრის სიმაღლის, დატოვეს სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთები. მე ვსვამ პროკურატურაში კითხვას, არის ეს თუ არა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და უკვე ფირზე აღბეჭდილ ამ მასალებსაც გადავცემთ პროკურატურას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები