დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წუხელ, თბილისში, დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ტელეკომპანია “რუსთავი -2”-ის ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები