სკოლის დირექტორს მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის მშობელი სკოლის დირექტორს უჩივის. მშობელი არ გამორიცხავს, რომ ზაზა მუმლაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას – ამის შესახებ ინფორმაციას „გურჯაანის ტელევიზია“ ავრცელებს. მშობელი ამბობს, რომ მის შვილს სკოლის სავარჯიშო დარბაზში ინვენტარის დაზიანების გამო, დირექტორმა სახის არეში ისე გაარტყა, რომ ტუჩი გაუხეთქა. მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ მოზარდმა იმდენი სისხლი დაღვარა, რომ სკოლის დირექტორმა იატაკის მოსაწმენდად დამლაგებელი გამოიძახა. შემთხვევა საკლასო ოთახში, ქართული ენის გაკვეთილზე მოხდა. ბაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე მოსწავლის ცემის ფაქტს უარყოფს. მშობელმა კი მომხდარის გამოძიების მოთხოვნით სამართალდამცავებს უკვე მიმართა.