პატიმარი საკანში ალკოჰოლურ სასმელს ინახავდა

   მსჯავრდებულ გ.ყ.-ს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა. როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულებაში მოთავსებული გ.ყ. საკანში ფარულად ინახავდა ალკოჰოლურ სასმელ „ბრაგა“-ს, რომელიც 2014 წლის 19 იანვარს დაწესებულების თანამშრომლებმა საკნების შემოწმება-დათვალიერების შედეგად ამოიღეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები