საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდება

რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ჯეინ ბრინს შეხვდნენ.
„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ დოკუმენტი შემჭიდროვებულ ვადებში უნდა განახლდეს და მომზადდეს.
პროექტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარდა ჩართულები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხელს შეუწყობს სამთავრობო უწყებებსსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის კოორდინაციას და საგზაო უსაფრთოების არსებული დონის გაუმჯობესებას.
„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე-4 პროექტის (EWHIP-IV) ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი დასრულება დაჩქარებული წესით, 2015 წლის ივნისში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები