თინა ხიდაშელი: პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას

როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.
“ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს.
ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, მინდია ჯანელიძე შესაძლოა თინა ხიდაშელმა შეცვალოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს. როგორც პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება – სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები