უჩა ნანუაშვილი გურიისა და აჭარის რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 16–20 აპრილს გურიისა და აჭარის რეგიონში მოსახლეობას შეხვდება. რამდენადაც ცნობილია, თავდაპირველად ომბუდსმენი ლანჩხუთისა და ოზურგეთის მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება, მოგვიანებით კი უჩა ნანუაშვილი შეხვედრებს აჭარის მაღალმთიან რაიონებში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში შეხვედრები ღორჯუმის, ღურტას, ხულოსა და კირნათის მოსახლეობასთან იგეგმება. სახალხო დამცველი ასევე გეგმავს ბათუმში არასამთავრობო სექტორისთვის 2014 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ მომზადებული საპარლამენტო ანგარიშის პრეზენტაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები