კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე – პრემიერი კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან არ იცის, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული სხვა მინისტრებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
“მე, პირადად, ამ დადგმულ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის 12.00 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის -ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები