აგრობიზნესში დასაქმებული მეწარმეებისთვის ტრენინგი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის პროექტის ინიციატივით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების საკითხებზე აგრობიზნესში დასაქმებული მეწარმეებისთვის სამდღიანი ტრეინინგი გაიმართა.
ტრეინინგი პროექტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ ფარგლებში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მოთხოვნების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება, თემატური ტრენინგების ჩატარება, ბენეფიციარებისთვის კონსულტაციების გაწევა და, შესაბამისად, იმ საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება პროექტის გრანტის მიმღები კომპანიებისათვის, რომელსაც იძლევა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.
ტრენინგს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და USAID მისიის დირექტორის მოადგილე თომას მორის დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროექტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ ფარგლებში განსაზღვრულია კონკრეტული რეკომენდაციებს შემუშავება, რათა პროექტის ბენეფიციარებს და ყველა დაინტერებულ მხარეს ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ტექნიკური ბარიერებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე გატანის შესახებ. ევროკავშირთან ღმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქართული აგრობიზნესის საწარმოებს, გააფართოვონ ვაჭრობა ევროპასთან. ამ შესაძლებლობების განხორციელებისთვის ქართული აგრობიზნესის საწარმოებმა უნდა მოახდინონ თავიანთი საწარმოების მოდერნიზაცია და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები