ოთარ დანელიამ აუდიტის სამსახურს მოუწოდა, დეტალურად გაეცნონ საქმეს და დასკვნები შემდეგ გააკეთონ

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომლის თანახმადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წელს შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს.
ოთარ დანელიამ აუდიტის სამსახურს მოუწოდა დეტალურად გაეცნონ საქმეს, ნახონ არგუმენტაცია და ექსპერტული დასკვნები ამის შემდეგ გააკეთონ.
“მე ვფიქრობ, კითხვები უფრო უნდა იყოს რატომ დასჭირდა აუდიტის სამსახურს დღეს ამ თემაზე საუბარი, როდესაც ეს ეხება აბსოლუტურად სხვა მენეჯმენტს, სხვა წარსულს. იყო ბევრი განმარტება გაკეთებული და მე თხოვნა მაქვს, სანამ კომენტარს გააკეთებენ, ჩაიხედონ საქმეში, ნახონ დეტალურად თუ რა ინფორმაციაა, რა არგუმენტაცია და ამის შემდეგ გააკეთოთ ექსპერტული დასკვნები”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები