მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება

16 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება. თბილისის მერიის ცნობით, არქიტექტურის სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტის ახალ, გაუმჯობესებულ ფორმაზე გადადის. სიახლე პროცესში მონაწილე პირთათვის ინფორმაციის სწორად და სრულად მიღებას გააადვილებს.
მერიის განმარტებით, ელექტრონული განაცხადის ფორმა დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად. კერძოდ, ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტისა და პირობების შინაარსობლივი შემადგენლობა; აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტებისა და განაცხადის შესახებ ინფორმაცია; პირობების ნაწილი დაიყო თავებად და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით დაჯგუფდა ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ ფორმაში გამოიყო ოთხი თავი, სადაც მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული. ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების თაობაზე და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილების მიზანი მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ მესამე პირთა უფლებების დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირებაა. კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე ყველა შესაძლო შემაფერხებელ თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას გამოავლენს”, – განმარტავენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები