შტეფან შენახი: შეცდომა იქნება, თუ უკრაინის კონფლიქტს საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შევადარებთ

შეცდომა იქნება, თუ უკრაინის კონფლიქტს საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შევადარებთ, – ასე უპასუხა ევროსაბჭოს კომიტეტის მონიტორინგის თავმჯდომარემ, შტეფან შენახმა კითხვას, რატომ არ დაუწესეს 2008 წელს რუსეთს სანქციები, და იყო თუ არა ამის მიზეზი ის, რომ საქართველო უკრაინასთან შედარებით ნაკლებად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
მისივე თქმით, მსოფლიო არ იყო მოხარული საქართველოს მცდელობით, 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტი სამხედრო გზით გადაეჭრა.
„მშობლებისა და მეზობლების არჩევა შეუძლებელია. ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ცივილიზებულ მსოფლიოში კონფლიქტების გადაწყვეტისას ვიყენებთ, არის დიალოგი და კომპრომისი. სამხედრო გამოსავალი არ არსებობს, ვფიქრობ, ეს საქართველომ კარგად იცის”, -განაცხადა შენახმა Georgian Journal-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები