ვალერი გელაშვილი: მერაბიშვილ – კოდუას ვაპატიე, მაგრამ სააკაშვილს არასდროს ვაპატიებ

“ქართული ოცნების” დეპუტატის ვალერი გელაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმა მან მერაბიშვილს, კოდუას და სპეცრაზმელებსაც აპატია, მაგრამ ცემის დამკვეთ სააკაშვილს არასდროს აპატიებს.
ამის შესახებ გელაშვილმა დღეს სასამართლოში განაცხადა.
„დამევალა, რომ ჩემს კომპანიას განეხორციელებინა რეზიდენციის მშენებლობისთვის ტერიტორიის მოპირკეთება, რასაც მერე ამინაზღაურებდნენ. თუმცა პირობა არ შეასრულეს. რეზიდენციის ტერიტორიაში მოხვდა ჩემი სახლიც, რაზეც ასევე კომპენსირებას დამპირდნენ, თუმცა ესეც არ შეასრულეს. ამის შემდეგ დაიბეჭდა ჩემი მძაფრი ინტერვიუ „რეზონანსში”. წავედი ლიტვაში, სადაც ბიზნესი მქონდა. იქ დამიკავშირდა უცნობი პირი, რომელმაც მითხრა, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ტერორისტულ აქტს მომიწყობდნენ.
დამყვებოდნენ მანქანებით. ელიავასთან მოხდა შემთხვევა. გადაგვიკეტეს გზა, გადმომიყვანეს მანქანიდან და 4 ადამიანი ერთი წუთის განმავლობაში თავში წიხლებს მირტყამდა. სულ რვა სპეცრაზმელი იყო, რომლებიც მთლიანად ნიღბებში იყვნენ. დანარჩენები ჩემთან ერთად მყოფებს სცემდნენ, სცემეს ნათესავს და დაცვის წევრს გაუსწორდნენ”, – განაცხადა გელაშვილმა.
გელაშვილის განმარტებით, ცემის შემდეგ ჯერ ღუდუშაურში და „მიხაილოვში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ოპერაცია ლიტვაში გაიკეთა. გელაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ დამკვეთი სააკაშვილია იმ ინტერვიუს გამო, რომელიც დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები