ოთარ დანელია ბელორუსიის ვიცე – პრემიერს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის ვიცე- პრემიერს, მიხაილ რუსის შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველო-ბელორუსიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მიერ მიღწეული შედეგები იყო.
მათივე განმარტებით, მხარეებმა შეხვედრაზე იმ ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს, რომლებიც მარტში საქართველოში ორმხრივი შეხვედრების დროს იქნება განხილული.
როგორც ვიცე- პრემიერთან გამართული შეხვედრის დროს აღინიშნა, მარტში, საქართველოში, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პექსპექტივები განიხილონ.
ოფიციალური შეხვედრის დროს, რომელიც დახურულ ფორმატში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ოთარ დანელიამ და მიხაილ რუსიმ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდაზე იმსჯელეს.
ამასთან, ბელორუსიის ვიცე- პრემიერმა ოთარ დანელიასთან შეხვედრის დროს ყურადღება საქართველოში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის საკითხებზეც გაამახვილა. ბელორუსიის მინისტრთა საბჭოში გამართულ შეხვედრას, საქართველო სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსიის რესუბლიკაში დავით კოტარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები