საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა

უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესა და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების ახლობლებს შორის სასამართლოს დერეფანში დაპირისპირება მოხდა. ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნულ საქმეზე პროცესის დიდ დარბაზში გადატანა მოითხოვა, რათა მასაც შესძლებოდა დასწრება. კაკაბაძის მოთხოვნას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მათ ერთმანეთს მკვლელები და მკვლელების დამცველები უწოდეს. სიტუაცია სამართალდაცავებმა და მანდატურებმა განმუხტეს.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ, ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად ორი დღის წინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები