ეკა ბესელია: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გავაფორმეთ

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გავაფორმეთ. თქვენი ხელისუფლების პერიოდში ვერასოდეს ეს ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ კოლეგას უმცირესობიდან გიორგი ვაშაძეს გადაცემა „არჩევანში“. ბესელიამ გადაცემის მსვლელობის დროს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა.
“როდესაც საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატება-წარუმატებლობაზე, მარტივი პასუხი მაქვს ამაზე – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ გავაფორმეთ. თქვენი ხელისუფლების პერიოდში ვერასოდეს ეს ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც არის მწამებელი, არის მოძალადე, ევროკავშირთან ასოცირებული წევრი ვერ გახდება”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ჭკუის დამრიგებლად “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას ვერ გამოადგება. “პრობლემებს ვხედავთ, რეფორმებიც ბოლომდე მისაყვანია, მოსახლეობის მდგომარეობა გასაუმჯობესებელია – ჩვენ გვაქვს ეს განცდა და თვითკმაყოფილების პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ ქვეყანა წინ მიდის და არა უკან”, – დასძინა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები