“ჩემი შვილი, როგორც მკვლელობის მოწმე ზურა ვაზაგაშვილმა მოიშორა”
„ზურა ვაზაგაშვილმა ჩემი შვილი, როგორც მოწმე ისე მოიშორა, რათა პასუხისმგებლობა აეცილებინა“, – ამის შესახებ 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნის მამამ, ლევან გაბუნიამ გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა.
მანვე, “რუსთავი 2”-ის ეთერში 2002 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზეც ვრცლად ისაუბრა.
ლევან გაბუნიას ინფორმაციით, 2002 წელს ზურა ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა ბექა პაპუაშვილი მოკლეს.
“2002 წელს, ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო ჩემი შვილი გიორგი გაბუნია. ერთი წლის შემდეგ, ჩემი შვილი, როგორც მოწმე მოიშორა ზურა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. 2003 წელს უკვე ვარდების რევოლუცია მოხდა, მთავრობა შეიცვალა და იმის შიშით, რომ იმ მთავრობას არ გამოეძებინა ეს საქმე, მოწმე მოიშორეს. გამოძიება ბექა პაპუაშვილის საქმეზე მაშინვე დაიწყო, იმ დღესვე იყვნენ დაკავებულები ზურა ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები, მაგრამ იმ დღესვე იყვნენ გაშვებულები. ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ, ყველა გამომძიებელი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან, მაშინ ყველა საუბრობდა იმას, რომ იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი აშშ დოლარი ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურას გადაუხადა, მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია მაშინდელი გამომძიებლებისგან მაქვს მიღებული“, – განაცხადა ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.